დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 იანვრის საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამჯერად მას გამოძიება ადმინისტრაციული წესის დარღვევას, კერძოდ ტროტუარზე სტიკერის გაკვრას ედავება. საია-ს იურისტების თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ახალი დავის შესახებ თავად ბრალდებულმა და მისმა უფლებადამცველებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც სხდომის თარიღი ჩაინიშნა- ეს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კანონდარღვევაა. ოპოზიციაში თანხმდებიან რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმდინარე დავა აბსურდულია და მთავარი მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის დასჯაა. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი 37-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც ის ამ დრომდე კლინიკა ვივამედში იმყოფება.