მნიუნხენში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და ამ პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისუაბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიის მსხვერპლია, თუმცა ოკუპანტი ამ ომს ვერ მოიგებს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაში საკუთარ რესურსს ბოლომდე გამოიყენებს.