უწყვეტი პროტესტის 81-ე დღესაც მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიიდან საპროტესტო მარში შეუერთდა. ასევე, აქციის მონაწილეებს მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ ზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია,- ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ხსოვნას.