მიუნხენით უსაფრთხოების რიგით 61-ე კონფერენციის მეორე დღესაც - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დიპლომატებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ევროპელ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილმა ის გზავნილები გააჟღერა, რაც გამგზავრებამდე საქართველოში ჩატარებული შეხვედრების დროს მოისმინა. გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე „ „საქართველო ყურადღების ცენტრში“ - მან განაცხადა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავს, რომ საჭიროა მკაცრი სანქციები, ბევრად უფრო ფართო შემზღუდავი მექანიზმები, ვიდრე მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ორმხირვ შეხვდერებს მართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი გახარიაც.