რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა და უსაფრთხოების გარანტიები - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან დისკუსიას სასარგებლოდ აფასებს. განმარტავს, რომ სამშვიდობო გეგმის მოსამზადებლად მეტი მუშაობაა საჭირო და უკრაინამ პარტნიორებისგან რეალური უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს. ჯეი დი ვენსმა შეხვედრაზე დონალდ ტრამპის სიტყვები გააჟღერა და განმარტა, რომ აშშ-სთვის რუსეთ-უკრაინის ომისა და ადამიანების მკვლელობის შეჩერება პრიორიტეტულია და შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინასთან მოლაპარაკებები მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.