მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2025-02-14 12:35:17+04:00

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. მიუნხენის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი გახარიაც. საკითხთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.