დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იწყება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები ჩვენი დროის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე. მიუნხენის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი გახარიაც. საკითხთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.