თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამასთან, სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული დემონსტრანტების პროცესებიც გაიმართა, რამდენიმეს საქმის განხილვა კი გადაიდო. უფრო მეტს, ჩვენი ჟურნალისტი ეკა ლემკნჯავა გვეტყვის, რომელიც რამდენიმე პროცესს, მათ შორის, გიგაურის საქმის განხილვას აშუქებს.