უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტურ მიზნად მიიჩნია აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე მდივანმა განმარტა, რომ უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს იმის შესახებ, რომ ომი აღარასდროს განახლდება. ჰეგსეტი აღნიშნავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკებების რეალისტური შედეგი არ არის და აუცილებელია ომში მყოფ ქვეყანას ზურგს მოკავშირეების მხრიდან გაგზავნილი ჯარისკაცები უმაგრებდნენ, თუმცა აქვე ხაზგასმით ამბობს, რომ მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან.