“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შიმშილობის 32-ე დღეს მისი კოლეგები და პოლიტიკოსები საგანგაშო მდგომარეობად აფასებენ. ისინი დარწმუნებით ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია და “ქართული ოცნების” კომენტარს რომ ჟურნალისტმა დანაშაული მოინანიოს, სამარცხვინოს უწოდებენ. საპროტესტო აქციაზე დაკავებული მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს. ის მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივამედში” გადის.