საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფააქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა სულ 2800 დოლარი ღირებულების ყალბი 28 ცალი ას დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სრულად ამოიღეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.