ოთხ ბარიერგადალახულ სუბიექტსა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრები განახლდა. კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველოს, ერთობა ნაციონალური მოძრაობისა და პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეთანხმდნენ შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე კონსულტაციებისთვის. ოპოზიცია ერთობლივად იმუშავებს იმ ადამიანების სიის შედგენაზეც , ვინც მათი მოსაზრებით, მოქალაქეებზე განხორციელებული რეპრესიების გამო უნდა დასანქცირდნენ, შემდგომ კი ამ სიას საერთაშორისო ორგანიზაციებში წარადგენს. ქართულ ოცნებას კვლავ მიაჩნია, რომ ოპოზიცია და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ეს პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნებს ქართული ოცნების რეპრესიულ ქმედებებს.