ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თებერვალს პარიზში, ხელოვნური ინტელექტის სამიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება. შესაბამისი განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, შტეფან დე კერსმახერმა გააკეთა. მისივე თქმით, 12 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად ბრიუსელში, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდება. როგორც მან აღნიშნა, 14 თებერვალს ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობას მიიღებს გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.