მკვლელობა საგარეჯოში,- ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე 38 წლის მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ანთოკში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება