საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში 10 წევრისგან შემდგარი კვოტა განისაზღვრა, სადაც 5 ადგილი ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ექნება, 2 - „ხალხის ძალას“, 1 - „ევროსოციალისტებს“, 2 ადგილი კი დარჩენილი იქნება ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებს ექნებათ. აღნიშნული ინფორამცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გაავრცელა. მისივე განმარტებით, საგამოძიებო სტრუქტურა მალევე დაიწყებს მუშაობას და პროცესი კი გამჭვირვალე იქნება. მათიკაშვილის განმარტებითვე, ვინც საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს პლენარულ სხდომაზე შეიქმნა.