შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედებულია - რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები - Palitra News

შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედებულია - რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები

2025-02-07 20:21:46+04:00

შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედებულია. გამკაცრებულ რეგულაციებს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ხელი მოაწერა. ქართული ოცნება ახალი, გამკაცრებული რეგულაციების მიღების მიზეზად საკანონმდებლო სივრცის მაქსიმალურად მოწესრიგებასა და ხარვეზების აღმოფხვრას ასახლელებს. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი პროტესტის ჩახშობას სწორედ რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს.