კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას გუნდს მიმართავს. ხაძარაძე გახარიას მოუწოდებს, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე და საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნება მარტო დატოვოს. რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას, - მათ ბოლო დღეებში არაერთხელ განმარტეს, რომ არ აპირებენ მმართველ პარტიას მანდატების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების უფლება მისცენ.