ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლი 27-ე დღეა შიმშილობს - პატიმარი ჟურნალისტი დღეს მისმა უფლებადამცველმა მოინახულა - Palitra News

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლი 27-ე დღეა შიმშილობს - პატიმარი ჟურნალისტი დღეს მისმა უფლებადამცველმა მოინახულა

2025-02-07 20:06:57+04:00

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლი 27-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი მე-4 დღეა რაც სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა ვივამედში იმყოფება. პატიმარი ჟურნალისტი დღეს მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. მზია ამაღლობელთან უკვე შევიდა ექიმების კონსილიუმიც. მედიკოსებმა პატიმრის მონახულებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს.