გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული - კანონები ვერ იმუშავებს - Palitra News

გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული - კანონები ვერ იმუშავებს

2025-02-07 15:43:42+04:00

შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედებულია. გუშინ გამკაცრებულ რეგულაციებს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ხელი მოაწერა. ქართული ოცნება ახალი გამკაცრებული რეგულაციების მიღების მიზეზად საკანონმდებლო სივრცის მაქსიმალურად მოწესრიგებასა და ხარვეზების აღმოფხვრას ასახლელებს. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი პროტესტის ჩახშობას სწორედ რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს. პარალელურად, მმართველი გუნდი, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება და ამ მიმართულებიტ ბრიტანული მოდელის ამოქმედებას აანონსებს.