ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის აკრძალოს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან - Palitra News

ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის აკრძალოს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან

2025-02-07 12:41:12+04:00

ფინეთის მთავრობამ განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია უძრავი ქონების შეძენა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის აკრძალოს, რომლებიც აგრესიულ ომს აწარმოებენ ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. მთავრობის განმარტებით, რუსეთი ევროპაში უსაფრთხოებას კვლავ საფრთხეს უქმნის და მისი მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონება შეიძლება „მტრული გავლენის განსახორციელებლად“ იქნას გამოყენებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ ფინეთში რუსების მონაწილეობით უძრავი ქონების გარიგებები დიდი ხანია საკამათოა. გასულ წელს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მყიდველების რუსეთთან კავშირების მოტივით რამდენიმე ასეთი გარიგება დაბლოკა. ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების საფუძველზე რუსებისთვის უკვე მიყიდული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა განიხილება.