უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან განაცხადა, რომ უკრაინამ ავღანეთის ბედი არ უნდა გაიზიაროს - Palitra News

უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან განაცხადა, რომ უკრაინამ ავღანეთის ბედი არ უნდა გაიზიაროს

2025-02-07 12:40:20+04:00

უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან განაცხადა, რომ უკრაინამ ავღანეთის ბედი არ უნდა გაიზიაროს. მისი თქმით, უკრაინაში ომი სწრაფად და ყველასთვის მისაღები სცენარით უნდა დასრულდეს. როგორც კელოგმა აღნიშნა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, თუმცა პროცესები ავღანეთის მსგავსად არ უნდა წარიმართოს, სადაც ის ოთხი წელი გაგრძელდა. ამასთან, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ყველასთვის, მათ შორის, ამერიკისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს.