ევროპარლამენტარების მკაფიო და კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას - ჩვენი ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პეტრას აუსტრევიჩუსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იწუნებს და აღნიშნავს, რომ პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლების გეგმები სწორად ვერ შეაფასეს და ახლა ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევის მიზანი აქვს. 13 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება რეზოლუციას, რომელიც საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება, მანამდე კი რა გზავნილები აქვთ ევროპელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ აფასებენ ისინი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.