შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულია. "ქართული ოცნება" ახალი გამკაცრებული რეგულაციების მიღების მიზეზად საკანონმდებლო სივრცის მაქსიმალურად მოწესრიგებასა და ხარვეზების აღმოფხვრას ასახლელებს. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი პროტესტის ჩახშობას სწორედ რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებებმა შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე გაზარდოს. პარალელურად, მმართველი გუნდი, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემოღებასაც აანონსებს.