მზია ამაღლობელი 27 დღეა შიმშილობს. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი გამოკვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა ვივამედში 4 თებერვლიდან იმყოფება. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესაფასებლად და სამედიცინო დოკუმენტაციის შესასწავლად სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მიერ უკვე შეიქმნა ექიმთა ჯგუფი. პატიმარ ჟურნალისტს სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე საათში უფლებადამცველიც მოინახულებს. მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან პოლიტიკოსები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ.