„რეპრესიების გამკაცრება და აზრის თავისუფლების აკრძლვა“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებულ ახალ კანონპროექტებს სწორად ასე აფასებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას, ასევე მედიის გაშუქებისა და დაფინანსების კონტროლის შესახებ კანონის მიღებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი კანონმდებლობების მიღება იმის მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნებას“ ახლა ყველაზე მეტად ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.