პროტესტის მორიგი დღე რუსთაველის გამზირზე - წინა თვეების მსგავსად პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილი ამ ჯერზეც გადაიკეტა - Palitra News

პროტესტის მორიგი დღე რუსთაველის გამზირზე - წინა თვეების მსგავსად პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილი ამ ჯერზეც გადაიკეტა

2025-02-07 09:16:39+04:00

პროტესტის მორიგი დღე რუსთაველის გამზირზე - წინა თვეების მსგავსად პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილი ამ ჯერზეც გადაიკეტა. თავდაპირველად პოლიციამ მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა, რასაც ადგილზე მცირე დაძაბულობა მოჰყვა. აქციაზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.