სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის ექიმთა ჯგუფი შექმნა. უახლოეს მომავალში ექიმები ამაღლობელთან ვიზიტს გეგმავენ და სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლიან. საბოლოოდ, ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. ჟურნალისტი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება - მას დამატებითი კვლევები უტარდება, თუმცა მზია ამაღლობელის სურვილია, რომ ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანონ. ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. ხვალ მისი კოლეგები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან. დემონსტრანტების მოთხოვნაა, ჟურნალისტი დაუყონებლივ გათავისუფლდეს.