რატომ შეუწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო მანდატი 49 ოპოზიციონერ დეპუტატს - ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერებს „ანტიეროვნულ ძალებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტში მათი ადგილი არაა. თავის მხრივ, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიების დაგეგმვაში სდევს ბრალს. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ვარაუდობენ, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის გარეშე დარჩენილი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება უფრო მარტივი გახდება. ოპოზიციური პარტიები ახლა გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელსაც საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, მანდატების დატოვების გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.