„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას - მმართველი პარტია მორიგი შემზღუდავი კანონების მიღებასაც აანონსებს - Palitra News

„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას - მმართველი პარტია მორიგი შემზღუდავი კანონების მიღებასაც აანონსებს

2025-02-06 20:22:51+04:00

„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას. კანონმებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა თუ ოპონენტთა წინააღმდეგ რეპრესიების ახალი მექანიზმი? - ამ ცვლილებებმა ორი ურთიერთგანსხვავებული პოზიცია გააჩინდა. უკვე მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს სახალხო დამცველსაც, რომელმაც ამ საკითხზე ეუთო/ოდირსაც მიმართა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ მორიგი შემზღუდავი კანონების მიღებასაც აანონსებს, რომლის ერთ-ერთ მთავარი ადრესატი მედიის სფერო იქნება.