49 ოპოზიციონერ დეპუტატს,- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ოპოზიციური სუბიექტების თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეპრესიები განახორციელოს. 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ. მანდატებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას გახარიას გუნდისგან დანარჩენი ოპოზიციური ძალები ელოდებიან.