კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა თუ ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი მექანიზმი? - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა ორ ურთიერთგანსხვავებული პოზიცია გააჩინდა. ახალი რეგულაციების მიღებას „ქართული ოცნება“ სამივე მოსმენით დღეს აპირებს. დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირსაც მიმართა. აღსანიშნავია ისიც რომ მმართველი გუნდი მორიგი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასაც აანონსებს, რომლის ერთ-ერთი მთავარ ადრესატს მედია წარმოადგენს.