როდის წარადგენს აშშ უკრაინაში ომის დასრულების გეგმას? - Palitra News

როდის წარადგენს აშშ უკრაინაში ომის დასრულების გეგმას?

2025-02-06 09:27:48+04:00

როდის წარადგენს აშშ უკრაინაში ომის დასრულების გეგმას? - შეერთებული შტატების მოკავშირეები ელოდებიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ გეგმას მომავალ კვირას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს.გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასრულების გეგმა, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.წყაროებმა გეგმის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ განსახილველ ელემენტებს შორის პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსია.