აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინნეთანიაჰუს უმასპინძლა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინნეთანიაჰუს უმასპინძლა

2025-02-06 09:26:58+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინნეთანიაჰუს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ღაზის სექტორსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. თუმცა მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის ჯარების ღაზაში განთავსებაზე ვალდებულება არ აუღია. თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ტრამპის მიზანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაა და სწორედ ამ მიზეზით აირჩია ის ამერიკელმა ხალხმა. აქვე მან განმარტა, რომ დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო.