ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა ვივამედში ორი დღის წინ გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მოინახულა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დაწერა, კლინიკა "ვივამედში" მყოფი მზია ამაღლობელის პალატაში ადვოკატს მისთვის შეტანილი საკვები დახვდა. ქურდოვანიძის შეფასებით, კლინიკის მიერ მოშიმშილე პატიმრისთვის საკვების პალატაში დატოვება ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ფორმაა. როგორც იურისტები აღნიშნავენ, ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი ხელახალი გამოკვლევების შემდეგ, საპატიმროშიდაბრუნებას ითხოვს. მზია ამაღლობელის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა სახალხო დამცველმაც. ლევან იოსელიანის განცხადებით, ამაღლობელის წარმომადგენელმა აპარატს, კონკრეტული ექიმებით, კონსილიუმის შექმნა სთხოვა. ომბუდსმენის ინფორმაციით, პროცედურა დაწყებულია და მისი მანდატით ექიმები ამაღლობელის მოსანახულებლად შევლენ.