ხელახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებული პირების გათავისუფლება - მოქალაქეების მოთხოვნები პროტესტის 70-ე დღესაც უცვლელი იყო. აქციის მონაქილეებმა რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ დაიკავეს და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. დემონსტრანტების განცხადებით ქართული ოცნების მიერ დაწესებული მიზანმიმართული შეზღუდვების მიუხედავად, პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ. დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილები თანხმდებიან, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.