„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ შვიდ პირს საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა. ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ. სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებებმაც და აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულების შესახებ კომენტარი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სახალხო დამცველმა - ლევან იოსელიანმა გააკეთეს. როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, ეს საზოგადოების ტერორის მცდელობაა. ადამიანებს პროტესტის გამოხატვის გამო სჯიან. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ბრალდებულებისთვის დაკავება არაშესაბამისი და გაზვიადებული სასჯელია.