საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა - შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა - შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ

2025-02-05 22:09:01+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ. კერძოდ, ადგილზე იმყოფებოდნენ „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რათა გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი.