150 დეპუტატიანი პარლამენტი დღეიდან 101 წევრიანი გახდა. 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი "ქართულმა ოცნებამ" ერთხმად დაუჭირა. კონსტიტუციონალისტების ნაწილი განმარტავს რომ ახალი მოცემულობით პარლამენტი კიდევ უფრო მეტად არალეგიტიმური გახდება, თუმცა მას ფორმულად საქმიანობაში რაიმე გადამწყვეტი დაბრკოლება არ შეექმნება. ოპოზიცია ქართულ ოცნების მხრიდან მანდატების დაგვიანებით გაუქმებაში პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.