ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე იზრდება. მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, კი იკრძალება დახურულ სივრცეში აქციების ჩატარება. უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებით არაკონსტიტუციურია ყველა ის ქმედება, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს.