,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებელი 25 დღეა შიმშილობს. სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით ჟურნალისტი კლინიკა ვივამედში მოათავსეს და ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, თუმცა როგორც საიას იურისტი აცხადებს, ჟურნალისტი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პარალელურად, კვლავ იმართება მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციები. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ევროპარლამენტარების ნაწილმა ევროპარლამენტში სოლიდარობის აქცია გამართა. ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები ბათუმშიც, სადაც აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანამდე 24 საათიან რეჟიმში იმყოფებოდნენ.