პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.