ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა - როგორ წარიმართა სასამართლო - Palitra News

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა - როგორ წარიმართა სასამართლო

2025-02-05 15:41:32+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების“ დამფუძნებლმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა. ბრალდების მხარისთვის მისი ჩვენება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, დაცვის მხარე კი განმარტავს, რომ ივანიშვილმა კითხვებზე პასუხს თავი აარიდა. მეტიც, ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი მას ჩვენების მიცემისას დაემუქრა.