„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - დამატებითი კვლევები ჩაუტარდება - Palitra News

„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - დამატებითი კვლევები ჩაუტარდება

2025-02-05 15:38:55+04:00

მზია ამაღლობელი 25 დღეა შიმშილობს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში აღმოჩნელი ცვლილებების შემდეგ ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი გუშინ კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. საიას ინფორმაციით, მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და დაუყოვნებლივ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. საიას იურისტის თქმით, ვივამედში აცხადებენ, რომ ამაღლობელის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყდება.