რატომ იღებს “ქართული ოცნება” ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კოდექსში მთელი რიგი რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს - პოლიტიკურ მხარეებს საკითხზე საკუთარი არგუმენტები აქვთ. ცვლილებების ინიციატორი მმართველი პარტია მიზეზად უცხოური ძალების მხრიდან წახალისებული რადიკალიზმის დასრულებას ასახელებს, ოპოზიცია კი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობას. ვის რა არგუმენტები აქვს საკითზე.