უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, სამშვიდობო სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. კითხვაზე როგორ იგრძნობს თავს, სამშვიდობო სამიტის დროს პუტინის პირისპირ ჯდომა რომ მოუწიოს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამისთვის მზადაა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა „დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეს.