დღეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხება - Palitra News

დღეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხება

2025-02-05 09:23:49+04:00

დღეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხება. საქმეში ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. პროკურორმა ივანიშვილის გამოკითხვა დისტანციურად რამდენიმე დღის წინ მოითხოვა. მიზეზად მან ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა დაასახელა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებს.