ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, თბილისი მოლთან დაკავებული მოქალაქეების ნაწილისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება პოლიტიკური შურისძიების მკაფიო დასტურია - Palitra News

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, თბილისი მოლთან დაკავებული მოქალაქეების ნაწილისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება პოლიტიკური შურისძიების მკაფიო დასტურია

2025-02-05 09:20:39+04:00

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, თბილისი მოლთან დაკავებული მოქალაქეების ნაწილისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება პოლიტიკური შურისძიების მკაფიო დასტურია. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ამ გზით ხელისუფლება ყველა იმ მოქალაქის დასჯას ცდილობს, ვინც ქუჩაში აქტიური პროტესტით გამოირჩევა. მათივე შეფასებით, ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა დამყარდა. ანდტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე ერთადერთი სწორი პასუხი კი ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევაა.