"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჟუტრნალისტი კლინიკა ვივამედში შიმშილობის 24-ე დღეს მოათავსეს. კლინიკის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებში ცვლილებები იყო, შესაბამისად, საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში. მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს, მას ბრალად ედება პოლიცილის ფიზიკური შეურაცხყოფა. 14 იანვარს, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოქალაქეები მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციას პერმანენტულად მართავენ.