2 თებერვალს თბილის მოლის ტერიტორიაზე დაკავებული პირებიდან 8-ს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავდაპირველად გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო, თუმცა წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვიდან მალევე შინაგან საქნეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა. დაკავებულთა შორისაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი უგულავა და კოალიცია ,,ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი. გამოძიება რვავე პირს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად გადაკეტვას ედავება. ბრალდებულების უფლებადამცველებისთვის ამ ეტაპზე უცნობია რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში, რადგან რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად ადვოკატებს მათივე დაცვისქვეშ მყოფი პირების მონახულების შესაძლებლობა არ მისცეს.