კლინიკიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღობელი კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები, შესაბამისად, საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში.
„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა - რა თქმა უნდა იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს”, - აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან“.